უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუსმინა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურის, ანდრიი ჰნატოვის ანგარიშს აშშ-ს დელეგაციასთან შეხვედრის შედეგების შესახებ.

"პროდუქტიულად ვიმუშავეთ პრეზიდენტი ტრამპის წარმომადგენლებთან და ამჟამად მომზადებულია რამდენიმე დოკუმენტის სამუშაო ვერსია." - წერს ზელენსკი.

ზელენსკის თქმით, აქვთ დოკუმენტი, რომელშიც საუბარია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე, ასევე ქვეყნის აღდგენასა და ომის დასრულებაზე.

"პუნქტები დაფიქსირებულია ისე, რომ შეესაბამებოდეს ომის რეალურ დამთავრებასა და მესამე რუსული თავდასხმის დაუშვებლობის აუცილებლობას. მოლაპარაკებებისა და შეხვედრების ყოველი რაუნდი მატებს უკრაინის ინტერესების უზრუნველყოფას და სწორედ ასე თანმიმდევრულად გავაგრძელებთ ამ სამუშაოს." - დაწერა ზელენსკიმ საკუთარ სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპელ პარტნიორებს კოორდინაციისთვისა და მხარდაჭერისთვის.

"ველით ამერიკასთან დიალოგის გაგრძელებას. მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატია ყოველთვის ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებოდეს რუსეთისადმი აუცილებელ ზეწოლასა და უკრაინის აუცილებელ მხარდაჭერას. რუსეთის ყოველი დარტყმა უკრაინაზე და ინტენსიური რუსული იერიშები ფრონტზე ამტკიცებს, რომ უკრაინის მხრიდან ომის დასრულებისადმი მზადყოფნა მნიშვნელოვნად აღემატება რუსულს და საჭიროა ამის გამოსწორება საჭიროა მშვიდობისადმი ზეწოლით აგრესორის მიმართ." - აღნიშნა ზელენსკიმ.