ზელენსკიმ არ გამორიცხა უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, თუმცა, მისი თქმით, ეს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
"რა თქმა უნდა, არავინ უჭერს მხარს არჩევნებს ომის დროს; ეს უცნაური რამ არის. მაგრამ კიდევ ერთხელ, თუ ამერიკული მხარე ამ სიგნალს გაავრცელებს, მე მზად ვარ ვაჩვენო, რომ ჩვენ მზად ვართ. მოგვეცით ორი თვე ცეცხლის გარეშე და ჩვენ არჩევნებზე წავალთ. შეიძლება ორი თვე არა, მაგრამ მომზადებისთვის დრო გვჭირდება. ეს ძალიან რთულია, არ ვიცი, ვინმეს თუ აქვს მსგავსი გამოცდილება. პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია ამის გაკეთება, პუტინზე ზეწოლა მოახდინოს ცეცხლის შეწყვეტის მიზნით და შემდეგ ჩვენი პარლამენტი შეცვლის საარჩევნო კანონს. თუ აშშ-ს და რუსეთს უკრაინაში არჩევნები სჭირდებათ, ჩვენ ამისთვის ღია ვართ.
ჩვენ ასევე მზად ვართ, რუსებს ცეცხლის შეწყვეტას შევთავაზოთ, თუ ისინი რუსეთში არჩევნებს ჩაატარებენ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.









