ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ, ევროპას საკუთარი თავდაცვის სისტემა უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, უკრაინა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყანასთან ასეთი სისტემის შექმნის შესახებ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვა უკრაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა რუსეთთან მიმდინარე ომში. ამ დროისთვის რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება მხოლოდ ამერიკულ საჰაერო თავდაცვით სისტემა Patriot-ს.
რუსეთი ბალისტიკურ რაკეტებს იყენებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისთვის, რის შედეგადაც ზიანდება თბოელექტროსადგურები და ელექტროენერგიის გადაცემის სისტემები.
"მე ვფიქრობ, და ჩემი იდეაა, რომ უნდა არსებობდეს ევროპული ანტიბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის სისტემა. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყანასთან და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ჩვენ უნდა შევქმნათ საკუთარი ანტიბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის სისტემა ერთი წლის განმავლობაში", - განაცხადა ზელენსკიმ.







