11 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტს იწყებს, სადაც და შეხვდება ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ყურადღებას გაამახვილებს აშშ-ის, ევროპისა და მსოფლიოს ერთიანობის უზრუნველყოფაზე უკრაინის მხარდაჭერის ირგვლივ რუსული ტერორისგან დაცვაში და საერთაშორისო წესრიგის განმტკიცებაზე, რომელიც დაფუძნებულია წესებზე და თითოეული ერის სუვერენიტეტის პატივისცემაზე.

ვაშინგტონში მოლაპარაკებების მთავარ თემებს შორის იქნება უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვითი თანამშრომლობის გაგრძელება, კერძოდ, ერთობლივი პროექტები იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებისთვის, ასევე ორი სახელმწიფოს ძალისხმევის კოორდინაცია მომავალ წელს," - აღნიშნულია განცხადებაში.