უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სულ მცირე, ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტას ითხივს.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 8 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 11 მარტის შემდეგ უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, ხოლო რუსეთი მუდმივად უარყოფდა ყველა შეთავაზებას და აშშ-ის მოტყუებას ცდილობდა.
„ჩვენთვის ფასეული არის ადამიანის სიცოცხლე და არა – აღლუმები. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, მსოფლიო ფიქრობს, რომ არ არსებობს მიზეზი 8 მაისამდე ლოდინისთვის. ცეცხლი უნდა შეწყდეს არა მხოლოდ რამდენიმე დღით, მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ ხელახლა დაიწყოს მკვლელობა, არამედ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა, სულ მცირე, 30 დღით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი გარანტირებულობა და სანდოობა. ეს არის ის, რამაც შეიძლება შექმნას საფუძველი რეალური დიპლომატიისთვის“, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყოველი ახალი დღე კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ რეალური, ხელშესახები ზეწოლა უნდა განხორციელდეს რუსეთზე, რათა მოსკოვში იძულებული გახდნენ, დაასრულონ ეს ომი.
We in Ukraine never wanted a single second of this war. Back on March 11, we responded positively to the American proposal for a full ceasefire. We made our own proposal to Russia – bilaterally – to halt strikes at least on civilian targets. We also proposed making the Easter… pic.twitter.com/Tp9EiF0yFp
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 28, 2025