რუსეთის ვოლგოგრადის რეგიონში ყაზანიდან ადლერის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, – წერს კრემლიე მიერ კონტროლირებული "რია ნოვოსტი".

„ინტერფაქსი“ სამედიცინო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ, 100-მდე ადამიანია დაშავებული, თუმცა ეს მაჩვენებელი შესაძლოა, გაიზარდოს. სამი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია და ისინი სასწრაფოდ გადაიყვანეს უახლოეს საავადმყოფოში.

იუწყებიან, რომ შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების სამი ჯგუფი მუშაობს.

როგორც რუსეთის რკინიგზაში აცხადებენ, "კამაზის" სატვირთო მანქანის მძღოლი რკინიგზის რელსებზე გადავიდა და ყაზან-ადლერის სამგზავრო მატარებელს შეეჯახა.