რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი ისტორიულად რთულ პერიოდს გადის.

პუტინის თქმით, არსებული ვითარება სახელმწიფოსთვის გარკვეული სახის გამოცდაა, თუმცა ამავდროულად, "სასარგებლო გაკვეთილების" მომტანი აღმოჩნდა.

ვლადიმირ პუტინია განცხადებით, მიმდინარე გეოპოლიტიკური და ეკონომიკური წნეხის ფონზე, რუსეთმა მოახერხა სტაბილურობის შენარჩუნება და სტრატეგიული მიმართულებების გადახედვა.

მისი თქმით, არსებულმა ვითარებამ რუსეთს უბიძგა შიდა რესურსების მობილიზაციისა და იმ სფეროების განვითარებისკენ, რომლებიც მანამდე ნაკლებად პრიორიტეტული იყო. პუტინმა ხაზი გაუსვა ტექნოლოგიური სუვერენიტეტისა და იმპორტჩანაცვლების მნიშვნელობას.

მან აღნიშნა, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია და ქვეყნის ეკონომიკური სისტემის ადაპტაცია ახალ რეალობასთან არის ის შედეგი, რამაც, მისი შეფასებით, რუსეთი "უფრო ძლიერი გახადა".