რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელ სტივ უიტკოფის შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებები სამ საათს გაგრძელდა.

რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი იური უშკოვი, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, აცხადებს, რომ პუტინისა და უიტკოფის შეხვედრა კონსტრუქციული და სასარგებლო იყო.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა.

„რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, პროდუქტიული რუსულ-ამერიკული დიალოგი სხვადასხვა დონეზე კვლავ აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება“, – განაცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებთან.

უშაკოვის განცხადებით, მოსკოვში გამართულმა შეხვედრამ საშუალება მისცა დაახლოებულიყო მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიციები არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებით, არამედ სხვა საერთაშორისო საკითხებზეც.

თარგმანი: პირველი არხი