ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ვლადიკავკაზში, ფოიერვერკების საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში მყოფი ოთხი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
აფეთქებების შემდეგ გაჩენილმა ხანძარმა 750 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა. საწყობის ჭერი 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩამოინგრა. გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ადგილზე სამუშაო ჯგუფია მობილიზებული.




