უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებამ, სადაც ის რუსული აქტივების უვადოდ გაყინვას აკრიტიკებს, პოლონეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, გააზიარა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადება და აღნიშნა, რომ „ვიქტორმა ლენინის ორდენი დაიმსახურა“.
სიკორსკის განცხადებას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო გამოეხმაურა.
„ჩვენ გვესმის, რომ თქვენ სასოწარკვეთილად გსურთ ომი რუსეთსა და ევროპას შორის! ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენს ომში ჩავერთოთ!”- წერს სიიარტო.
პასუხად, კი სიკორსკიმ დაწერა – „თუ რუსეთი კვლავ არ შემოიჭრება, ასეთი ომი არ იქნება, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ამჯერად თქვენ მათ მხარეს იქნებით“.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი წევრი სახელმწიფოებისგან დამატებით 135 მილიარდ ევროს ითხოვს კონფლიქტის გასაღვივებლად, რაც, მისი თქმით, ომის გამოცხადებაა.
თარგმანი: პირველი არხი




