უნგრეთი მხარს ვერ დაუჭერს ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას, რადგან მან კანონის უზენაესობა, მნიშვნელოვანი ევროპული ღირებულება, უნგრეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სოციალისტებმა და ლიბერალებმა ჩამოაყალიბეს კოალიცია, რომელიც არის სიცრუის კოალიცია.
„ჩვენ არ გვაქვს მიზეზი მხარი დავუჭიროთ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
თარგმანი: პირველი არხი.