ვიეტნამის სანაპიროსთან, ჰალონგის ყურეში ტურისტული ნავი გადატრიალდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 38 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე პირს ამ დრომდე ეძებენ.
ნავის ბორტზე 48 ტურისტი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა, მაშველებმა ამ დრომდე 10 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
მედიის ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა ტურისტი ვიეტნამის მოქალაქე იყო, მათ შორის, რამდენიმე ბავშვი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ნავი იმ დროს გადაბრუნდა, როდესაც ტაიფუნი ვიფა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შევიდა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ათობით მაშველი, სანაპირო დაცვისა და პოლიციის თანამშრომლები, ასევე პროფესიონალი მყვინთავები მონაწილეობენ, თუმცა, სამძებრო პროცესს ტაიფუნი ართულებს.