ბენზინის ფასები ზედმეტად მაღალია, მაგრამ ისინი სამჯერ უფრო მაღალი იქნებოდა, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები რომ არ უზრუნველყოფდნენ ნავთობისა და გაზის გავლას ჰორმუზის სრუტეში — განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ტელეარხ CBS-ის თაუნჰოლზე.
ვენსმა აღიარა, რომ ამერიკელებისთვის საწვავის მიმდინარე ფასები მძიმეა და თქვა, რომ ომის დასრულების შემდეგ ფასები შემცირდება.
მისი თქმით, ფასების ზრდის მიზეზი ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის მცდელობა და კომერციულ ტანკერებზე თავდასხმებია.
„ჩვენ არასდროს გვქონია ასეთი სიტუაცია, როცა ერთი ქვეყანა ცდილობს მთლიანად ჩახერგოს მსოფლიოს ენერგომომარაგება“, — თქვა ვენსმა.
ვიცე-პრეზიდენტის თქმით, თუ აშშ დატოვებდა სრუტეს და ირანს მის კონტროლის საშუალებას მისცემდა, მომხმარებელი ბენზინში გაცილებით მეტს გადაიხდიდა.
ცნობისთვის: Brent-ის ფასი ამჟამად 109,86 დოლარს აჭარბებს, რაც წლიურად 70%-ით მეტია. ამერიკის საავტომობილო ასოციაციის მონაცემებით, ბენზინის საშუალო ფასი აშშ-ში $4.38-ია, ერთი წლის წინ $3.15 იყო. ფასების ზრდა დაემთხვა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანთან მიმდინარე ომს.
მოამზადა რაულ კაპანაძემ
„ “




