ვენესუელის პარლამენტმა ერთხმად, პირველი მოსმენით დაამტკიცა ამნისტიის შესახებ კანონი, რომლის შედეგადაც პოლიტპატიმრები გათავისუფლება მოხდება.
კანონპროექტის თანახმად, ამნისტია გავრცელდება, "ტერორიზმის", "სამშობლოს ღალატის" და "სიძულვილის წაქეზების" მუხლებით გასამართლებულ პირებზე.
AFP-ის ცნობით, ეს იგივე ბრალდებებია, რომლებიც პოლიტპატიმრებს ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს, მმართველობის დროს წაუყენეს, რომელიც აშშ-მა 2026 წლის იანვარში სამხედრო ოპერაციის დროს დააკავა, ასევე მისი წინამორბედის, ვენესუელის პრეზიდენტის, უგო ჩავესის დროს.
"ჩვენ პატიებას ვითხოვთ და ასევე უნდა ვაპატიოთ", - ციტირებს გამოცემა ვენესუელის პარლამენტის სპიკერის, ხორხე როდრიგესის, განცხადებას.
განმარტებულია, რომ შეწყალება არ გავრცელდება მკვლელობისთვის, ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულ დამნაშავეებზე.




