ამის შესახებ ინფორმციას პოლონური მედია ავრცელებს.
ხუთშაბათს, დაახლოებით 22:30 საათზე ადგილობრივი დროით, ვარშავის ცენტრში უჩვეულო ინციდენტი მოხდა., ნოვი შვიატის ქუჩაზე, 41 წლის საქართველოს მოქალაქემ სამთავრობო „აუდის“ დამუხრუჭება აიძულა, შემდეგ კი მანქანაში ფინანსთა მინისტრის მოადგილე ჰანა მაიშჩიკი იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამთავრობო „აუდი“ შუქნიშანთან მოძრაობდა, როდესაც 41 წლის საქართველოს მოქალაქე მოულოდნელად გზაზე გავიდა. მამაკაცმა მძღოლს მკვეთრად დამუხრუჭება აიძულა, რითაც საფრთხე შეუქმნა საკუთარ თავს და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს. ქალაქის ცენტრის პოლიციამ დაუყოვნებლივ დააკავა 41 წლის გაღიზიანებული მამაკაცი, რომელსაც, როგორც შემდგომ გაირკვა, საგზაო მოძრაობის წესები დარღვევები არაერთგზის აქვს დარღვეული. ფინანსთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილში ფინანსთა მინისტრის მოადგილე ჰანა მაიშჩიკი იმყოფებოდა.
ხუთშაბათს საღამოს მომხდარი ინციდენტი სწრაფად გახდა განხილვის საგანი მთავრობის უმაღლეს დონეზე. პარასკევს, მინისტრთა საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მიესალმა ჰანა მაიშჩიკს და ხუმრობით ჰკითხა მას, ჰქონდა თუ არა ამ „არაჩვეულებრივ თავგადასავალს“ რაიმე პირდაპირი გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტზე. მინისტრის მოადგილემ პრემიერ-მინისტრი დაარწმუნა, რომ ინციდენტი შემთხვევითი საგზაო შემთხვევა იყო.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




