დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე, ევრო 2024-ის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.

ინგლისის და ნიდერლანდების გუნდების შეხვედრის საწყისმა წუთებმა გულშემატკივარს უხვგოლიანი მატჩის მოლოდინი გაუჩინა, თუმცა მე-18 წუთზე პენალტიდან გატანილი ბურთის შემდეგ, მიუხედავად ორივე გუნდის მიერ შექმნილი არაერთი მომენტისა, გოლი შეხვედრის ბოლო წუთამდე აღარ გავიდა. 

შეცვლაზე შესულმა ოლი უოტკინსმა 90-ე წუთზე საიღო ნიდერლანდების გუნდის კარი და ინგლისელებს გამარჯვება მოუტანა.

ინგლისი ზედიზედ მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში. 2020 წელს იგი პენალტების სერიაში დამარცხდა იტალიასთან.

ინგლისი - ნიდერლანდები (1:1)
გოლები: 9' ხავი სიმონსი 0:1, 18' ჰარი კეინი, თერთმეტმეტრიანიდან 1:1

ფინალში ინგლისი ესპანეთს შეხვდება