უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს უკრაინის ეროვნულ გვარდიაში მსახურების უფლებას აძლევს.

„უცხოელები, რომლებიც კანონიერად იმყოფებიან უკრაინის ტერიტორიაზე, არ აქვთ ნასამართლობა და აკმაყოფილებენ უკრაინის კანონით „სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეუძლიათ, მიიღონ ნებაყოფლობით საფუძველზე (კონტრაქტით) სამხედრო სამსახური უკრაინის ეროვნულ გვარდიაში“, - ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.

კანონის თანახმად, უცხოელებს შეუძლიათ, ჯარში ხელშეკრულებით იმსახურონ როგორც დაბალი, ისე მაღალი რანგის თანამდებობებზე.

2022 წლის თებერვალში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა გამოაცხადა ცალკე ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფის, საერთაშორისო ლეგიონის ჩამოყალიბება უცხოელებისთვის, რომელთაც სურდაც შეერთებოდნენ უსაფრთხოების დაცვას ევროპასა და მსოფლიოში.

უკრაინის ეროვნული გვარდია არის ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ნაწილი. ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები ასევე მსახურობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ნაწილებში.