მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს.
ევროკომისიის პრეზიდენტი შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა და სალომე ზურაბიშვილს ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ თქვენს ერთგულებას ღრმა პატივს ვცემ.
ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა ამ გზას მხარს უჭერს.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
Thank you, @Zourabichvili_S, for your leadership. I deeply respect your commitment to Georgia's European future.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) June 15, 2024
The Georgian people overwhelmingly support this path.
We urge the Georgian government to act in accordance with Georgia's EU aspirations. pic.twitter.com/HKK0VVCcqf