ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპას აშშ-ს ტარიფებზე საპასუხოდ "ვარიანტების ფართო არჩევანი" აქვს.
"აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საპასუხო ზომების გეგმა და მას გამოვიყენებთ". – თქვა ფონ დერ ლაიენმა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ აქვს საპასუხო ზომების მიღების სურვილი არ აქვს, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ მხარეები მოლაპარაკებას შეძლებენ.
ევროკომისიის მეთაურის განცხადებით ევროპის ძალა არა მხოლოდ ვაჭრობაში, არამედ ტექნოლოგიებშიც არის, ხოლო აშშ-სთვის ევროპული ბიზნესი მნიშვნელოვანია.
დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული ტარიფები ძალაში 2 აპრილს უნდა შევიდეს.