დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი მიიჩნევს, რომ უკრაინას შეუძლია, წელს ყირიმზე კონტროლი დაიბრუნოს. ამის შესახებ მან The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
"NATO-ს ზოგიერთი სხვა ოფიციალური პირის პირადი აზრებისგან განსხვავებით, უოლესმა თქვა, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა, უკრაინამ წარმატებით დაიბრუნოს ყირიმის ნახევარკუნძული წელს, რომლის ანექსია პუტინმა 2014 წელს განახორციელა", - იუწყება გამოცემა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა "უფრო ოპტიმისტური შეხედულება გამოხატა ბრძოლის ველზე უკრაინის ამჟამინდელი ძალისხმევის შესახებ, ვიდრე ამერიკული დაზვერვის წარმომადგენლებმა".