დონალდ ტრამპმა მოსკოვში ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის უჩვეულო ვიზიტის დაკნინება სცადა, ამერიკული მედიის ცნობით კი ვიზიტის მიზანი რუსეთის ნატოზე თავდასხმისგან გადარწმუნება იყო.
„The Wall Street Journal“-მა და „CBS“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა სცადა რუსეთის გადაერწმუნებინა ნატოს წევრზე თავდასხმისგან, ამერიკული სადაზვერვო სააგენტოების იმ შეფასებების ფონზე, რომ მოსკოვმა შესაძლოა სცადოს ალიანსის სიძლიერის გამოცდა.
„Wall Street Journal“-მა კონკრეტულად განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა სცადოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სიმტკიცის გამოცდა მოკავშირე ქვეყანაზე შეზღუდული თავდასხმით მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




