უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ადგილობრივი დროით 18:30 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 77,80%-ს მიაღწია.

„ბიბისის“ ცნობით, აღნიშნული 2002 წელს დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 73.51%-ს აღემატება.

შესაბამისად, უნგრეთის არჩევნებში რეკორდულად მაღალი აქტივობა ფიქსირდება.

„ბიბისის“ ინფორმაციით, უნგრეთის მასშტაბით, საარჩევნო უბნები ამ წუთებში იხურება. ზოგიერთი უბანი ღია იქნება იქამდე, ვიდრე რიგში მდგომ ყველა ადამიანს არ მიეცემა ხმის მიცემის შესაძლებლობა.