უკრაინის უმაღლესმა რადამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა.

დოკუმენტი რადაში 15 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა შეიტანა. რადამ ასევე ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც 7 წლის განმავლობაში სტატუტის მე-8 მუხლის მიხედვით უკრაინელთა მიერ ჩადენილ დანაშაულისგან გაათავისუფლებს.

სტატუტის რატიფიცირების შემდეგ უკრაინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სრულფასოვანი წევრი გახდა. ეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ერთ-ერთი მოთხოვნაა. ასევე მისი მიღება გერმანიასთან და ნიდერლანდებთან უსაფრთხოების სფეროში ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმებები ითვალისწინებს.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ უკრაინის მონაწილეობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ომის დანაშაულებში პასუხისმგებელი პირების გასამართლების უფრო რეალურ შესაძლებლობას შექმნის.