უკრაინულმა დრონებმა ვლადიმირის ოლქში მდებარე Wildberries-ის ერთ-ერთი უმსხვილესი საწყობი გაანადგურეს.

როგორც თავდაცვითი სისტემების მწარმოებელი უკრაინული კომპანია Fire Point-ი იუწყება, აღნიშნული საწყობი ცენტრალურ რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო. მისი ფართობი დაახლოებით 175 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, სადაც 120 მილიონამდე ერთეული პროდუქცია ინახებოდა.

Wildberries-ის საწყობებზე თავდასხმა ერთი დღით ადრეც, სამარის ოლქშიც განხორციელდა. იქ სამიზნე 130 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსებული ლოგისტიკური ცენტრი იყო.