უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდება.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზელენსკი რუბიოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდება, სადაც რუბიო დღეს სიტყვით გამოვა.

კონფერენციის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან უკვე არაერთი შეხვედრა გამართა.