უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს, რომელიც ფულის გათეთრების საქმეზე 2026 წლის მაისიდან პატიმრობაში იმყოფება, ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულება მოუხსნეს, რადგან "დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტის" შეფასებით, მოწყობილობამ "შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას". შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ მიიღო.

ერმაკს სხვა პროცესუალური მოვალეობები 60 დღით გაუგრძელდა. კერძოდ, ის კვლავინდებურად ვალდებულია გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს მოთხოვნისთანავე, აცნობოს მათ საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის შეცვლის შესახებ, არ დატოვოს წინასწარ შეთანხმებული დასახლებული პუნქტები, ჩააბაროს საზღვარგარეთის გასასვლელად საჭირო დოკუმენტები და არ იქონიოს კომუნიკაცია საქმის სხვა ფიგურანტებთან.