სრულიად მიუღებელია საუბარი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკრაინის ზოგიერთ ტერიტორიაზე უარის სანაცვლოდ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა

„ყოველთვის ვარაუდობდნენ, რომ ალიანსი, ისევე როგორც უკრაინა, არ ვაჭრობს ტერიტორიებით. შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, ნატოს ოფიციალური პირების ჩართვა ნარატივის ფორმირებაში, რაც უკრაინის მიერ თავის ტერიტორიებზე უარის თქმას გულისხმობს, მხოლოდ რუსეთისთვის არის სასარგებლო. სამაგიეროდ, ევროატლანტიკური უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, განვიხილეთ უკრაინის გამარჯვების დაჩქარებისა და ნატოში სრული წევრობის მოპოვების გზები.
ამ მიზნების მისაღწევად ნატოს მდივანთან შემდგომი ნაყოფიერი თანამშრომლობა იგეგმება”, – წერს ნიკოლენკო სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ნორვეგიულმა გაზეთმა Verdens Gang -მა ნატოს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ  უკრაინა შეიძლება გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ.  როგორც მედია წერს, იენსენმა უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესაძლო გაწევრიანების კონტექსტში განაცხადა, რომ უკრაინის გამოსავალი შეიძლება ტერიტორიის დათმობა იყოს.

„მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება. ვფიქრობ, უკრაინის გამოსავალი შეიძლება იყოს ტერიტორიის დათმობა და სანაცვლოდ ნატოში გაწევრიანება“, – განაცხადა სტიან იენსენმა.