კირილო ტიმოშენკომ დღეს, 24 იანვარს, ტელეგრამზე გამოაქვეყნა თანამდებობიდან წასვლის განცხადება.

ტიმოშენკო გადაწყვეტილების მიზეზს არ ასახელებს და ნდობისა და კეთილი საქმეების კეთების შესაძლებლობისთვის მადლობას უხდის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

მან მადლობა გადაუხადა საოლქო სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს და ქალაქების მერებს, ასევე შეიარაღებულ ძალებსა და ყველა უკრაინელს.

"მადლობა ქალაქის მერებს. კამათში კონსტრუქციული ყოფნისთვის. მადლობა პრეზიდენტის აპარატის რეგიონული პოლიტიკის დირექტორატის მაგარ გუნდს", - წერს ის ტელეგრამზე.

ზელენსკიმ უკვე მოაწერა ხელი ტიმოშენკოს თანამდებობიდან გათავისუფლებას.