ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ) სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უწყების პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ჰალუშჩენკო მიდასის სახელით ცნობილი საქმის ფარგლებშია დაკავებული.
ბიუროს ცნობით, საქმის გარშემო საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.




