უკრაინის დაზვერვა თვლის, რომ რუსეთი ჩინეთს იარაღს არ მიაწოდებს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი ჩერნიაკმა, Укринформ-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩინური დრაკონი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მთელი წლის განმავლობაში მოლოდინის რეჟიმში იყო. მაგრამ სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტის შემდეგაც კი, რომელსაც რუსული პროპაგანდა განსაკუთრებულად აქტიურად იყენებს, არ შეიძლება ჩინეთის პოზიციის მკაფიო ცვლილებაზე საუბარი", - განაცხადა ჩერნიაკმა.

მისი აზრით, პეკინი თავისი გლობალური გავლენის გავრცელებას ცდილობს და მნიშვნელოვანია დასავლეთის ეკონომიკური დასუსტება, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ რუსეთის გეოპოლიტიკური დასუსტება ასევე ჩინეთის ინტერესებშია.

"ამიტომ, უკიდურესად საეჭვოა, რომ პუტინი სი ძინპინისგან იარაღს მიიღებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გასაგრძელებლად", - თქვა დაზვერვის წარმომადგენელმა.