ხერსონის ოლქის რუსეთის მიერ ოკუპირებული ნაწილიდან უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კიდევ 14 ბავშვის — 6-დან 17 წლამდე ასაკის ოთხი ბიჭისა და 10 გოგონას — დაბრუნება მოხერხდა. ამის შესახებ თავის Telegram არხზე ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის (ОВА) ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.
მისი თქმით, დაბრუნებულებს შორის არის 16 წლის მოზარდი, რომელსაც რუსი სამხედროები სამხედრო აღრიცხვაზე დადგომას აიძულებდნენ, ასევე 17 წლის გოგონა, რომელიც რისკების მიუხედავად, უკრაინული განათლების მიღებას ცდილობდა.
ბავშვების დაბრუნება შესაძლებელი გახდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივის — Bring Kids Back UA-ის ფარგლებში, საქველმოქმედო ორგანიზაცია Save Ukraine-ის ხელშეწყობით, — აღნიშნა პროკუდინმა.
საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე, ხერსონის ოლქის ოკუპირებული რაიონებიდან უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სულ, უკვე 204 ბავშვის დაბრუნება მოხერხდა.




