ღამის საათებში უკრაინულმა მხარეს ლენინგრადის ოლქის პრიმორსკის პორტში რუსეთის სახელმწიფო კომპანია ტრანსნეფტის ნავთობტერმინალი დაბომბა.

პრიმორსკის პორტი, რომელიც უკრაინის უახლოესი საზღვრიდან 1 087 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, ბალტიის ზღვაში რუსეთის მთავარ საექსპორტო ჰაბს წარმოადგენს და ის ყოველწლიურად 60 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიხედვით, იერიშის ფარგლებში უკრაინის ძალებმა საწვავის ავზსა და ნავთობის ჩასატვირთ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, რასაც ხანძარი მოჰყვა.

Reuters-ის მიხედვით, თავდასხმის გამო ნავთობტერმინალზე სამუშაოები დროებით შეჩერდა და 23 მარტის შუადღის საათებში გაგრძელდა.