უკრაინულმა მხარემ რუსეთის დედაქალაქსა და მოსკოვის რეგიონზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. რუსული მხარის განცხადებით, ეს კონფლიქტის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასიური საჰაერო იერიში იყო ქვეყნის ცენტრალურ რეგიონზე.
მოსკოვის მერის ცნობით, დედაქალაქის მიმართულებით გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატების უდიდესი ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შორეულ მისადგომებზევე ჩამოაგდეს, თუმცა ნამსხვრევებმა და აფეთქებებმა ოლქის ტერიტორიაზე ნგრევა და ხანძრები გამოიწვია.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა რეგიონში მდებარე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის, ინდუსტრიული ზონები.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მოსკოვის ძირითადმა აეროპორტებმა დროებით შეაჩერეს ფრენების მიღება და გაგზავნა.




