28 სექტემბერს, საღამოს, რუსულმა რეაქტიულმა დრონმა დარტყმა მიაყენა უკრაინის იმ ტერიტორიას, რომელიც პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს - "დოროჰუსკი-იაგოდინის" გამშვები პუნქტიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, — განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა. ამის შემდეგ ვარშავამ ავიაცია ჰაერში აფრინა და საჰაერო თავდაცვის ძალები საბრძოლო მზადყოფნის მაღალ რეჟიმში გადაიყვანა. მოგვიანებით ორივე ღონისძიება გაუქმდა.

"მორიგი რუსული თავდასხმა უკრაინის დასავლეთით. პოლონეთის საჰაერო სივრცე არ დარღვეულა. განგაშის გაუქმების შემდეგ ავიაცია ბაზას დაუბრუნდა, ხოლო საჰაერო თავდაცვის სისტემები მონიტორინგისა და მოლოდინის რეჟიმზე გადავიდნენ", — აღნიშნა კოსინიაკ-კამიშმა.

"სამხედრო ავიაციის მოქმედების თავისუფლების უზრუნველსაყოფად" დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო ქვეყნის აღმოსავლეთით — ლუბლინსა და ჟეშუფში მდებარე აეროპორტების მუშაობა, იუწყება პოლონეთის აერონავიგაციის მომსახურების სააგენტო (PANSA).