უგანდაში გარდაიცვალა 33 წლის ათლეტი, ოლიმპიელი რებეკა ჩეპტეგი, რომელსაც კენიაში მისმა ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
როგორც იუწყებიან, სპორტსმენს სხეულის 80%-ის დამწვრობა ჰქონდა. ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, ჩეპტეგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენის რამდენიმედღიანი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
კლინიკაში ასევე იმყოფება თავდამსხმელიც, რომელმაც სხეულის უმნიშვნელო დამწვრობა მიიღო.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ყოფილი შეყვარებული ქალს მიწის ნაკვეთის გამო ედავებოდა.
რებეკა ჩეპტეგი პარიზის ოლიმპიურ თამაშებში იღებდა მონაწილეობას, სადაც მარათონი 44-ე ადგილზე დაასრულა.