თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში ტყვია-წამლისა და ფეთქებადი ნივთიერებების ქარხანაში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდა.
ქალაქის გუბერნატორის ცნობით, შემთხვევა დილით კაფსულების წარმოების სექციაში მოხდა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი იერლიქაიამ თქვა, რომ მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა შესაძლო საბოტაჟის ვერსია გამოირიცხა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაწერა, რომ "12 ძმის სიკვდილით ღრმად დამწუხრებულია".




