აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურთან, ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან "ძალიან მალე" შეხვედრა დააანონსა.

"შეხვედრა ძალიან მალე მოეწყობა და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა იქნება შესაძლებელი", - აღნიშნა მან.

ზელენსკიმ 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ ნოემბერში კიევს, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება, რომლის მიზანიც სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებაა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნოემბერში სამმხრივ ფორმატში მხარეებმა ასევე განიხილონ ლიდერების დონეზე ახალი შეხვედრის შესაძლებლობა.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ცალკე გააფრთხილა პარტნიორები რუსეთისთვის სანქციების ნაადრევად მოხსნის საფრთხეზე უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერების მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვამდე.

"სანქციები დაწესდა აგრესიის გამო და არა საუბრის შესაძლებლობისთვის. მე ეს ვუთხარი ამერიკულ დელეგაციას: როდესაც რუსეთის ლოიალობაზე ვსაუბრობთ, არ არის საჭირო მისი ამ ფასად ყიდვა. არ მინდა, რომ პუტინთან შეხვედრაზე ინსტრუმენტების გარეშე დავრჩეთ - სანქციების, ფულის ან გაყინული აქტივების გარეშე. რადგან მაშინ მართლაც, როგორც ბატონმა ტრამპმა თქვა, ჩვენს დასტაში არც ისე ბევრი კარტი იქნება", - აღნიშნა ზელენსკიმ.