შეერთებული შტატებს პრეზიდენტმა Thrut Social-ზე დაწერა, რომ ამ ღამით შეერთებული შტატები ირანს ძალიან ძლიერ დარტყმას მიაყენებს, ხოლო უახლოესი მომავლის რაღაც მომენტში კუნძულ ხარგს ჩაიგდებს ხელში. ახლახან, „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში, ტრამპმა მუქარა შეარბილა.

დონალდ ტრამპის თქმით, თავად უმჯობეს ვარიანტად კუნძულ ხარგის ხელში ჩაგდებას მიიჩნევს, თუმცა, ამისთვის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციაა საჭირო და არაა დარწმუნებული, აქვთ თუ არა ამერიკელებს ამის ნება.

ხარგის კუნძულის - ჰორმუზის სრუტეში ნავთობის მთავარი ცენტრის - ხელში ჩაგდებას, ტრამპი ყველაზე უმჯობეს ვარიანტად მიიჩნევს, მაგრამ, ამასთან ერთად, აცხადებს:

„არ ვარ დარწმუნებული, აქვს თუ არა ამერიკას ამის ნება. ვფიქრობ, მათ სურთ, რომ ჩვენ სახლში დავბრუნდეთ“.

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს „ნამდვილად სურს შეთანხმების დადება“ და პირადად მას „სურს შეთანხმების დადება ახლა და არა სამი ან ოთხი კვირის წინ“.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ კვლავ აწარმოებს მოლაპარაკებებს ირანთან შესაძლო შეთანხმებაზე. მისი თქმით, მას „ურჩევნია“ არ დაარტყას ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს და არ სურს ირანელები სასმელი წყლის გარეშე დატოვოს.

აშშ-ის ოფიციალური პირები და სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი სახმელეთო ოპერაცია მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს, მათ შორის ამერიკელ ჯარისკაცებს შორის მნიშვნელოვან დანაკარგებს, რადგან ეს სახმელეთო ძალების ჩართვას მოითხოვს.