აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას ირანის მიმართ "მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკის განახლების შესახებ".
ეს პოლიტიკა მან თავისი პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს აამოქმედა.
Reuters-ის ცნობით, ტრამპის ბრძანებულება ფინანსთა სამინისტროს ავალებს, "მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლა მოახდინოს ირანზე სანქციების გზით და არსებულის გატარებით.
მისივე ინფორმაციით, ზომების მიზანია გადაუკეტოს ირანს ყველა გზა ბირთვული იარაღის შექმნისკენ.
"ჩემთვის უსიამოვნოა ამის გაკეთება, მაგრამ არ მაქვს არჩევანი, რადგან ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ", – განაცხადა მან.
აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ირანთან მოილაპარაკებს და "ყველა ერთად შეძლებს ცხოვრებას".
ამასთან, ტრამპმა თქვა, რომ თუ ირანი მას მოკლავს, ქვეყანა "განადგურდება".