ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების საინფორმაციო საგენტოები ავრცელებენ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადისთვის საბაჟო ტარიფების 25%-მდე გაზრდის შესახებ თავის განკარგულების ძალაში შესვლა 2 აპრილამდე გადაავადა.
ამ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე მან თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმთან საუბრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საბაჟო ტარიფების ზრდის შესახებ განკარგულების ამოქმედების ვადის 2 აპრილამდე გადაწევის შესახებ.