შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც საბაჟო ტარიფები გაიზარდა ათეულობით ქვეყნის საქონელზე. მისი წინა განცხადების მიუხედავად, ტარიფები დღეიდან არ შევა ძალაში.

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ახალი ტარიფები დაწესდა. საზღვარგარეთიდან იმპორტზე აშშ-ის ახალი ტარიფები 7 აგვისტოს ამოქმედდება და არა დღეს. მთავრობის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტოებს დაუდასტურა, რომ ეს ასევე ეხება ევროკავშირიდან იმპორტზე 15%-იან ტარიფს. თეთრმა სახლმა ამოქმედების ვადის გადადება იმით გაამართლა, რომ სასაზღვრო და საბაჟო ორგანოებს მეტი დრო უნდა მიეცეთ ახალი სისტემის დანერგვისთვის.

ტრამპის ბრძანებით ახალი ტარიფები დაწესდა იმ ქვეყნებზეც, რომლებთანაც ჯერ არ არის სავაჭრო შეთანხმებები. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ სიაში არსებული თითოეული ქვეყნისთვის მითითებული სატარიფო განაკვეთების ანალიზით ჩანს, რომ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს არიან შვეიცარია და ბრაზილია. შეერთებულ შტატებში შეტანილი შვეიცარიული საქონელი თავდაპირველი ბრძანებით 31%-ით უნდა დაბეგრილიყო,კორექტირებული ბრძანებით კი ტარიფი 39% გახდა. ბრაზილიურ საქონელზე თავდაპირველად დაწესებული 10%-იანი ტარიფი კი 50%-მდე იზრდება. სავაჭრო მოლაპარაკებებისთვის მექსიკას 90 დღე ეძლევა, კანადას კი 35%-იანი საბაჟო ტარიფი დაუწესდება.  თეთრმა სახლმა ასევე განაცხადა, რომ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც სიაში არ არიან ათპროცენტიანი ფიქსირებული ტარიფი დაწესდება.

ავღანეთი - 15%
ალჟირი - 30%
ანგოლა - 15% (ტარიფი კორექტირებამდე - 32%)
ახალი ზელანდია - 15% 
ბანგლადეში - 20% (ტარიფი კორექტირებამდე - 37%)    
ბოლივია - 15%
ბოსნია და ჰერცეგოვინა - 30% (ტარიფი კორექტირებამდე - 35%)  
ბოცვანა - 15% (ტარიფი კორექტირებამდე - 37%)      
ბრაზილია - 10% (+40%)
ბრუნეი - 25% (ტარიფი კორექტირებამდე - 24%)
გაიანა - 15% (ტარიფი კორექტირებამდე - 38%)  
განა - 15%
დიდი ბრიტანეთი - 10%
ევროკავშირი - 15% (ტარიფი კორექტირებამდე - 20%)  
ეკვადორი - 15%
ეკვატორული გვინეა - 15%
ერაყი - 35% (ტარიფი კორექტირებამდე - 39%)
ვანუატუ - 15% (ტარიფი კორექტირებამდე - 22%)
ვენესუელა - 15%
ვიეტნამი - 20% (ტარიფი კორექტირებამდე - 46%)
ზამბია - 15% (ტარიფი კორექტირებამდე - 17%)  
ზიმბაბვე - 15% (ტარიფი კორექტირებამდე - 18%)  
თურქეთი - 15% 
იაპონია - 15%  (ტარიფი კორექტირებამდე - 24%)  
ინდოეთი - 26% (ტარიფი კორექტირებამდე - 25%)
ინდონეზია - 19% (ტარიფი კორექტირებამდე - 32%)
იორდანია - 15% (ტარიფი კორექტირებამდე - 20%)  
ისლანდია - 15%
ისრაელი - 15% (ტარიფი კორექტირებამდე - 17%)  
კამბოჯა - 19% (ტარიფი კორექტირებამდე - 49%)
კამერუნი - 15%
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 15% (ტარიფი კორექტირებამდე - 11%) 
კოსტა-რიკა - 15% ტარიფი კორექტირებამდე - 21%)  
კოტ დივუარი - 15% (ტარიფი კორექტირებამდე - 21%)
ლაოსი - 40% (ტარიფი კორექტირებამდე - 48%)
ლესოთო - 15% (ტარიფი კორექტირებამდე - 50%)
ლიბია - 30% (ტარიფი კორექტირებამდე - 31%)  
ლიხტენშტაინი - 15% (ტარიფი კორექტირებამდე - 37%)
მავრიკი - 15% (ტარიფი კორექტირებამდე - 40%) 
მადაგასკარი - 15% (ტარიფი კორექტირებამდე - 47%)  
მალავი - 15% (ტარიფი კორექტირებამდე - 17%)
მალაიზია - 19% (ტარიფი კორექტირებამდე - 24%)
მიანმარი - 40% (ტარიფი კორექტირებამდე - 44%)  
მოზამბიკი - 15% (ტარიფი კორექტირებამდე - 16%)  
მოლდოვა  - 25% (ტარიფი კორექტირებამდე - 31%)  
ნამიბია - 15% (ტარიფი კორექტირებამდე - 21%)  
ნაურუ - 15% (ტარიფი კორექტირებამდე - 30%)
ნიკარაგუა - 18%
ნიგერია -  15% (ტარიფი კორექტირებამდე - 14%)
ნორვეგია - 15% 
პაკისტანი - 19% (ტარიფი კორექტირებამდე - 29%)  
პაპუა-ახალი გვინეა - 15%
სამხრეთ აფრიკა - 30%
სამხრეთ კორეა - 15% (ტარიფი კორექტირებამდე - 30%)  
სერბეთი - 35% (ტარიფი კორექტირებამდე - 37%)  
სირია - 41%
ტაივანი - 20% (ტარიფი კორექტირებამდე - 32%)    
ტაილანდი - 19% (ტარიფი კორექტირებამდე - 36%)
ტუნისი - 25% (ტარიფი კორექტირებამდე - 28%)
უგანდა - 15% (  
ფილიპინები - 19% (ტარიფი კორექტირებამდე - 17%)    
ფიჯი - 15% (ტარიფი კორექტირებამდე - 32%)  
ფოლკლენდის კუნძულები - 10%  (ტარიფი კორექტირებამდე - 41%)  
ყაზახეთი - 25% (ტარიფი კორექტირებამდე - 27%)
შვეიცარია -39% (ტარიფი კორექტირებამდე - 31%)
შრი-ლანკა - 20% (ტარიფი კორექტირებამდე - 44%)  
ჩადი - 15% (ტარიფი კორექტირებამდე - 13%)
ჩრდილოეთ მაკედონია - 15% (ტარიფი კორექტირებამდე - 33%)  

ცნობისთვის, აღნიშნული ტარიფებით იბეგრება ის საქონელი, რომელიც არ შედის შეერთებულ შტატებს და კონკრეტულ ქვეყანას ან ქვეყნების ჯგუფს ( მაგალითად, აშშ-მექსიკა-კანადა) შორის არსებული სავაჭრო შეღავათების ჩამონათვალში. ასე მაგალითად, 10 ივლისს ყაზახეთის პრეზიდენტმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს საპასუხო წერილში დაადასტურა ქვეყნის მზადყოფნა, გააგრძელოს კონსტრუქციული დიალოგი სავაჭრო საკითხების რაციონალური გადაწყვეტის შემუშავების მიზნით და გამოთქვა რწმენა, რომ სავაჭრო პრობლემაზე კომპრომისს მიაღწევდნენ. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების პარალელურად ყაზახეთი ვაჭრობის სამინისტრო აცხადებდა, რომ ტრამპის მიერ კასიმ-ჟომარტ ტოკაევისადმი წერილში ნახსენები 27%-იანი საბაჟო ტარიფი გავლენას არ მოახდენდა „ყაზახეთიდან აშშ-ში მიწოდების დაახლოებით 95 პროცენტზე“, რადგან ტარიფები არ ეხებოდა ისეთი ძირითადი ნედლეულს და სტრატეგიული საქონელს, როგორიცაა ნავთობი, ურანი, ვერცხლი, ფეროშენადნობები, ტანტალი და ტიტანი.