ტრამპისა და პუტინის ორმხრივი შეხვედრა დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ პუტინი და ტრამპი ალასკის აეროდრომზე თვითმფრინავებიდან თითქმის ერთდროულად გადმოვიდნენ.

ტრამპი-პუტინის შეხვედრის დროს, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა პრეზიდენტებს თავზე გადაუფრინეს, იუწყება CNN-ი.

დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ, ეს ლიდერების პირველი შეხვედრაა.