ამერიკული მედიის ცნობით, ტეხასის შტატის სასიკვდილო წყალდიდობის შემდეგ როგორც ადგილობრივი, ისე ფედერალური ხელისუფლების ქმედებები მოექცა ყურადღების ქვეშ.
წყალდიდობის შედეგად ადიდებული მდინარე გვადელუპეს კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა, მდინარის სანაპიროზე მდებარე გოგონების ქრისტიანული ბანაკიდან მყოფი გოგონების ერთი ნაწილი და ბანაკის კონსულტანტი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ არიან დაკარგულები.
ადგილობრივი მცხოვრების, კრისტოფერ ფლაუერსის თქმით, მან დაძინებამდე ამინდის პროგნოზი შეამოწმა და არაფერი იყო შემაშფოთებელი, რამდენიმე საათის შემდეგ კი ის და მისი ოჯახი ელექტროგადამცემი ხაზების ტკაცუნის და კოჭებამდე წყლის ხმამ გააღვიძა.
ამერიკული მედიის ცნობით, კრისტოფერ ფლაუერსის მსგავს მდგომარეობაში ათასობით ამერიკელი აღმოჩნდა. მათმა ერთმა ნაწილმა მოულოდნელად თავს დამტყდარი წყალდიდობისგან თავის დაღწევა გაქცევით შეძლო, ნაწილმა მაშველების ადგილზე მისვლამდე გაძლო. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 82 ადამიანი, მათ შორის, 28 ბავშვი და უგზო-უკვლოდ დაკარგულია არანაკლებ 41, მათ შორის, ბანაკში მყოფი 11 გოგონა და ბანაკის კონსულტანტი.
წყალდიდობის შემდეგ, ტეხასის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა გააკრიტიკა ნაციონალური მეტეოროლოგიური სამსახური (National Weather Service - NWS) და განაცხადა, რომ მისი პროგნოზები ნალექების რაოდენობას არასაკმარისად აფასებდა. კვირას, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო იდეა, გამოეძიებინათ, დატოვა თუ არა NWS -ის შემცირებებმა ძირითადი სამუშაო ადგილები ვაკანტური, ხოლო თეთრმა სახლმა „ამაზრზენი“ უწოდა ბრალდებებს, რომ შემცირებებს რაიმე კავშირი ჰქონდა ტრაგედიასთან.
ტრამპის ადმინისტრაციამ გაზაფხულზე NWS-ის თანამშრომლები გაათავისუფლა, შესთავაზა მათ ანაზღაურება და ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლა. ივნისის დასაწყისისთვის, სააგენტოს თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით 600 კაცით შემცირდა, თუმცა, როგორც ყოფილი თანამშრომლები, ასევე დამოუკიდებელი მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ პერსონალის დეფიციტი არ იყო ტრაგიკული შედეგის მთავარი ფაქტორი. მათი თქმით, წყალდიდობამდე გაცემული გაფრთხილებები დაახლოებით ისეთივე დროული და ზუსტი იყო, როგორც ეს რეალურ დროში ამინდის შესახებ მონაცემებით იყო მოსალოდნელი.
ექსტრემალური ნალექების და მოლოდინების წყალდიდობის რამდენიმე საათზე მეტი ხნის წინ პროგნოზირება რთულია და ასევე რთულია იმის უზრუნველყოფა, რომ სასწრაფო გაფრთხილებებმა ყველაზე მეტი რისკის ქვეშ მყოფებამდე მიაღწიოს, ამბობენ ისინი.
ამასთან, მედია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წყალდიდობის მასშტაბის შესახებ პროგნოზი შორს აღმოჩნდა რეალობისგან და სააგენტო პარასკევის დილის 4:00 საათამდე არ ვარაუდობდა წყლის დონის რამდენიმე მეტრით მომატებას.
ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ფატალური შემთხვევების რისკის შესამცირებლად ევაკუაცია და სხვა წინმსწრები ზომები უნდა მიეღოთ, ადგილობრივი ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ისინი ასეთ ძლიერ წვიმას - რეგიონში ერთი თვის ნალექის ეკვივალენტურს - არ ელოდნენ.
აღმოჩნდა, რომ ოლქს მდინარის გასწვრივ არ აქვს წყალდიდობის შესახებ გამაფრთხილებელი სისტემა, რომელიც ტორნადოს სირენის ფუნქციას შეასრულებდა. იყო გეგმები მისი შეძენის, მაგრამ ეს იდეა მაღალი ღირებულების გამო არ განხორციელდა. ასევე გაურკვეველია, არსებობდა თუ არა ბანაკის უსაფრთხოებისა და ევაკუაციის გეგმა.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია პრიორიტეტს მიანიჭებს ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ გაფრთხილებების მიწოდებისთვის გამოყენებული ტექნოლოგიის განახლებას.
ჩვენ ვიცით, რომ საჭირო გაფრთხილებების მისაწოდებელი დროის გაზრდა და ვმუშაობთ ოჯახებისთვის მაქსიმალურად წინასწარი შეტყობინების ტექნოლოგიების განახლებაზე, რაც დიდი ხნის განმავლობაში იგნორირებული იყო, - თქვა ნოემმა.
კითხვაზე, გააგრძელებდა თუ არა ფედერალური საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხარჯების შემცირებას, ტრამპმა მიუგო, რომ მოგვიანებით, ტეხასში სამაშველო სამუშაოების დასრულების შემდეგ, უპასუხებდა.