დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს, ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის „ნიუ-იორკ ტაიმსის“ წინააღმდეგ 15 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელი შეაქვს. 

დონალდ ტრამპის თქმით, „ნიუ-იორკ ტაიმსი“ შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და დეგრადირებული გაზეთი და ფაქტობრივად რადიკალური მემარცხენე დემოკრატიული პარტიის რუპორია.  

„ნიუ-იორკ ტაიმსი“ ათწლეულების განმავლობაში იტყუებოდა თქვენს საყვარელ პრეზიდენტზე (ჩემზე!), ჩემს ოჯახზე, ჩემს ბიზნესზე, მოძრაობაზე „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, MAGA-ზე და ჩვენს ქვეყანაზე. ვამაყობ, რომ ამ ოდესღაც პატივცემულ „გაზეთს“ პასუხისგებაში ვაძლევ“ - წერს ტრამპი და დასძენს რომ სარჩელი შესანიშნავ შტატ ფლორიდაში იქნება განხილული.