ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან, შეხვედრის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ნატო გააკრიტიკა.
„ნატო გვერდით არ გვედგა, როცა გვჭირდებოდა და არც დაგვიდგება, თუ ისევ დაგვჭირდება. გაიხსენეთ გრენლანდია, ეს დიდი, ცუდად მართული, ყინულის ნატეხი!!!“ - წერს დონალდ ტრამპი.
თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ტრამპი „აშკარად იმედგაცრუებულია“ ნატოთი.
ამასთან, რუტემ არ თქვა, განიხილა თუ არა ტრამპმა მასთან შეხვედრისას აშშ-ის ნატოდან გასვლის შესაძლებლობა.




