შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთს, თურქეთს და პაკისტანს შორის გაფორმებული "მექის ერთობლივი თავდაცვის შეთანხმება" მოიწონა. შეთანხმებას Thruth Social-ზე პოსტით მიესალმა.
ძალიან მიხარია, რომ საუდის არაბეთმა, თურქეთმა და პაკისტანმა ცოტა ხნის წინ და საბოლოოდ ხელი მოაწერეს მექის ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებას. ეს აჩვენებს, თუ როგორ ერთიანდება ახლო აღმოსავლეთი და როგორ შეძლებენ ქვეყნები საბოლოოდ უფრო ეფექტური გზით დაიცვან თავი. ვულოცავ ხსენებული სამი ქვეყნის დიდებულ ლიდერებს. ეს არის დიდი, თამამი და მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი — ვაშა!
პრეზიდენტი დონალდ ჯ. ტრამპი
მოამზადა რაულ კაპანაძემ




