იტალიური „კორიერე დელა სერასთვის“ მიცემული ექვსწუთიანი ინტერვიუს დროს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მძაფრად გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი.
დონალდ ტრამპის თქმით, მელონი „აღარ არის იგივე ადამიანი და იტალია აღარასდროს იქნება იგივე. იმიგრაცია ანგრევს იტალიას და მთელ ევროპას“.
ევროპა „ევროპა საკუთარ თავს შიგნიდან ანადგურებს“ თავისი საიმიგრაციო და ენერგეტიკული პოლიტიკით. „ისინი მსოფლიოში ყველაზე მაღალ ფასებს იხდიან ისინი
ენერგომატარებლებში და არც კი არიან მზად იბრძოლონ ჰორმუზის სრუტისთვის, საიდანაც მას იღებენ. ისინი იმედოვნებენ, რომ დონალდ ტრამპი მას <სრუტეს - „აიპრესი“> ღიად შეინარჩუნებს“.
კითხვას, სთხოვა თუ არა მან იტალიელებს და ევროპელებს დახმარება ნაღმსატრალავი ხომალდებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უპასუხა:
„მე ვთხოვე მათ გაეგზავნათ ყველაფერი, რაც მათ სურდათ, მაგრამ მათ არ სურთ, რადგან ნატო - ქაღალდის ვეფხვია“
რაც შეეხება პაპ ლეო XIV-ს და მშვიდობისკენ მის მოწოდება, ტრამპის მტკიცებით, პაპს არ ესმის, რომ ირანი ბირთვულ საფრთხეს წარმოადგენს.
„მას არ ესმის და არც უნდა ისაუბროს ომზე, რადგან წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება. მას არ ესმის, რომ გასულ თვეში ირანში 42 000 მომიტინგე მოკლეს“.
კითხვას, იმედგაცრუებულია თუ არა ორბანის მარცხით, ტრამპმა უპასუხა:
„ის ჩემი მეგობარი იყო. ეს ჩემი არჩევნები არ იყო, მაგრამ ის ჩემი მეგობარი იყო, კარგი ადამიანი. მან კარგად იმუშავა იმიგრაციის პრობლემასთან დაკავშირებით. მან არ მისცა ხალხს უფლება ჩასულიყო და გაენადგურებინა მისი ქვეყანა, როგორც ეს იტალიამ გააკეთა“.




