ტრამპმა კიმ ირ ჩენისადმი პატივისცემა გამოხატა და სამხრეთ კორეასთან ადრე დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნის მასშტაბი შეკვეცა.

"შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth zSocial-ზე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან "ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ამიტომ ომის მინისტრ პიტ ჰეგსეთს სამხრეთ კორეასთან დაგეგმილი ერთობლივი წვრთნების შეკვეცა დაავალა.

გამომდინარე ჩრდილოეთ კორეელ კიმ ჩენ ინთან ჩემი ძალიან კარგი ურთიერთობიდან, უკმაყოფილო ვარ იმ ფაქტით, რომ შეერთებული შტატებმა კარგა ხნის წინ შეათანხმა სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები. ეს წვრთნები არა მხოლოდ ძვირად ღირებულია და ამასთანავე, მისი ხარჯების უმეტესი ანაზღაურდება შეერთებული შტატების მიერ, (როგორც ყოველთვის!), არამედ უგზავნის სრულიად შეუფერებელ და მტრულ სიგნალს ქვეყანას, რომელიც იქცეოდა უწყინრად და პატივისცემით, სანამ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო. ამიტომ, რამდენადაც მისი გაუქმება უკვე გვიანაა, მე დავავალე ომის მინისტრ პიტ ჰეგსეთს მნიშვნელოვნად შეკვეცოს ერთობლივი სამხედრო წვრთნების მოცულობა!" - წერს ტრამპი და იქვე ეხება ირანის თემას:

ახლახან ვკითხე სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, სურდათ თუ არა მათ ჩვენთან ერთად ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვული განიარაღების პროცესში მონაწილეობა და მათ მიპასუხეს: „არა, გმადლობთ!“

შეგახსენებზთ, რომ ტრამპი და კიმ ჩენ ინი 2018 და 2019 წლებში ორჯერ - სინგაპურს და ჰანოიში - შეხვდნენ ერთმანეთს. 

მოამზადა რაულ კაპანაძემ