ირანმა ჩვენ მიერ მათი ბირთვული ობიექტების განადგურებას ძალიან სუსტი ოფიციალური პასუხი გასცა, - ამის შეხაებ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

"ირანმა ჩვენ მიერ მათი ბირთვული ობიექტების განადგურებას ძალიან სუსტი ოფიციალური პასუხი გასცა, რომელსაც მოველოდით და ძალიან ეფექტიანად მოვიგერიეთ. 14 რაკეტა გაისროლეს, 13 ჩამოვარდა, ერთი კი "გავუშვით", რადგან უხიფათო მიმართულებით მიდიოდა. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ არცერთი ამერიკელი არ დაშავებულა და თითქმის არანაირი ზიანი არ დამდგარა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ წყენა თავიდან ამოიგდეს და, იმედია, მეტი სიძულვილი აღარ იქნება. მსურს, ირანს წინასწარი გაფრთხილებისთვის მადლობა გადავუხადო, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ არავინ დაღუპულიყო და არავინ დაშავებულიყო. იქნებ, ახლა ირანმა რეგიონში მშვიდობითა და ჰარმონიით გააგრძელოს და ისრაელს ენთუზიაზმით მოვუწოდებ, რომ იგივე გააკეთოს.

მსურს, მადლობა გადავუხადო კატარის ამირას ყველაფრისთვის, რაც მან რეგიონში მშვიდობისკენ სწრაფვისთვის გააკეთა. რაც შეეხება კატარში ამერიკულ ბაზაზე დღევანდელ თავდასხმაზე, მოხარული ვარ გაცნობოთ, გარდა იმისა, რომ არც ერთი ამერიკელი არ დაღუპულა და არ დაშავებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე არცერთი კატარელი არ დაღუპულა ან დაშავებულა. მადლობა ყურადღებისთვის!" - წერს დონალდ ტრამპი.