ასეთი განცხადება ameruikis შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში გააკეთა.
მიუხედავად იმისა, რომ ირანი კვლავ ყურადღების ცენტრშია, ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მან ასევე კიდევ ერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ქმედებების მიმართ.
„ზელენსკიმ საქმეს უნდა მიხედოს და შეთანხმებას მიაღწიოს“, - თქვა ტრამპმა.
მეორეს მხრივ, ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისთვის.
„ვფიქრობ, პუტინი მზადაა შეთანხმებისთვის“, - თქვა მან.
როდესაც ჰკითხეს, თუ რა უშლის ხელს ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში, ტრამპმა უარი თქვა დეტალების დაზუსტებაზე, მაგრამ განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერმა არ გამოავლინა საკმარისი მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის.
„წარმოუდგენელია, რომ ის დაბრკოლება იყოს“, - განაცხადა ტრამპმა.
„თქვენ ხელში კოზირები არ გყავთ“, - თქვა ტრამპმა ზელენსკის მისამართით და განაგრძო: „ახლა კი მას ისინი კიდევ უფრო ნაკლები ჰყავს“.




